რა ღირს ? …. (ბაგები)
არ ვიცი რამდენად გამომივა ამ თემაზე ხშირად წერა, მაგრამ თუკი გამომივა დავწერ. მოკლედ პერიოდულად მინდა გავაკეთო მიმოხილვები გარკვეულ უბნებში ახალ აშენებულ სახლებში ფასების შესახებ.
დღევანდელი პოსტი ეძღვნება ბაგებს.
ბაგები პირადად მე მომწონს: ახლოს ხარ ქალაქის ცენტრთან, თან მაინც წყბარი ადგილია. მინუსად ალბათ ის ითვლება რომ ხშირად ბინიდან სასაფლაოებზე გადის ხედი, თუმცა ჩემი აზრით არც ისეთი ცუდი ხედებია.
4-5 თვეა ამ ტერიტორიისათვის მუშტრის თვალით არ შემიხედავს და დღეს ავიარ ჩავიარე (საქმეს სჭირდებოდა) და აღმოვაჩინე რომ საკმაოდ კარგი სიტუაციაა მშენებლობის მხრივ ამ ტერიტორიაზე.
ობიექტი #1. საცხოვრებელი სახლი – კომპანია დომუსი
აქ მხოლოდ 8 ბინა აქვთ დარჩენილი, აქტიურად მუშაობენ და 1 კვ.მ 940 დოლარი ღირს.
ობიექტი #2
ეს სახლი ვიზუალურად ანუ არქიტექტურულად საკმაოდ საინტერესოა, ხარისხიანი ნაშენებია და ფასიც 1.კვ.მ 950 ევრო ღირს, სულ 2 ბინა აქვთ დარჩენილი – 107 და 250 კვ.მ.
ობიექტი #3
აი ამ სახლში 1 ბინა დარჩა, მის გვერდით კიდევ ერთი ძალიანს აყვარელი კორპუსი იდგა სადაც 1. კვ.მ ღირს 700 დოლარი. მაგრამ მხოლოდ ერთი 90 კვ.მ -იანი ბინაა 1 სართულზე დარჩენილი. მე მაინც ძალიან მომეწონა.
ობიექტი #4
აი აქ სიტუაცია რთულადაა, თან შენდება თან არ შენდება, მაგრამ ფასი 700 დოლარია.
ობიექტი #5 -იბერია ჰილსი
როგორც იტყვიან “ყინული დაიძრა” და აქაც მიდის მშენებლობა. ფასი 1000 დოლარზე ზევითაა, არ დამიზუსტებია.
ობიექტი #6
მომეწონა ეს სახლი, დაცული ეზო შლაგბაუმით, სუფთა და მოწესრიგებული. შესაბამისად არც არაფერი აღარ არის გასაყიდი
შეჩერებული მშენებლობა სულ 4 დავთვალე. აქედან 2 დაფინანსებას ითხოვს ჩვენგან.
ვნახოთ რომელი შეირჩევა.









carmetebebs gisurvebt
ratom sheckvite isev cera?
საინტერესო თემაა, ბაგები მეც მომწონს:)
ობიექტი #6-ში იყიდება 1 ბინა (დუპლექსი), ხოლო ობიექტ #4-ზე არც ისე რთულადაა საქმე: ივნისში ბარდება, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს შიდა და გარე სამუშაოები. მე თვითონ მაქვს მანდ ნაყიდი ბინა და მუდმივად ვადევნებ თვალყურს მშენებლობის პროცესს.
ბაგები ყველაზე კარგი უბანია და არვინ შემედაოს,სუფთა ჰაერი ,წყნარი ადგილი და საუკეთესო ტერიტორია უკავია თბილისში, ამიტომაც მოწონს ყველას და ცდილობს ყველა აქ დასახლდეს!!! მე მიყვარს ბაგები!!!!
erti minusi akvs sasaplaoebshia