ინტერვიუ „აქსისის“ გენერალურ დირექტორთან გიორგი კაპანაძესთან (commersant)


- ბევრი ექსპერტის შეფასებით, მძიმე კრიზისის შემდეგ სამშენებლო სექტორი ნელ-ნელა გამოცოცხლდა. დაიძრა თუ არა ყინული?

- ჩვენი კომპანიის მაგალითზე ვისაუბრებ. გაზაფხულზე დავიწყეთ სარეკლამო კამპანია „სრული პაკეტი“, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან კომპანია, ბანკი და კლიენტი. ამან შედეგი ზაფხულის დასაწყისში გამოიღო და გაყიდვები თითქმის 50%-ით გაიზარდა. მყიდველი დარწმუნდა, რომ ბანკის ჩართულობა იყო გარანტია და გაჩნდა ნდობის მომენტი. კლიენტისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვთავაზობთ ფართო ასორტიმენტს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბანკებმა შეამცირეს პროცენტი და გააადვილეს სესხის გაცემა, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვებზე. ბანკსა და დეველოპერს შორის ურთიერთობის დალაგებას ხელი შეუწყო „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მესამე ეტაპმა.

-ეს ყველაფერი “აქსისის“ შედეგებია, მაგრამ რეალურად რა ჩანს ბაზარზე?

- მართალია, ყველა კომპანიას თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ ყველა კომპანიას ეხება ის, რომ ბაზარზე მყიდველი გამოჩნდა. შეიძლება ითქვას, დასრულებულ ობიექტებში დეფიციტიც კი არის და ჭირს ბინის შეძენა.

-მყიდველი ყოველთვის იყო. პირიქით, არსებობდა დავალიანების პრობლემა. 

- ეს ეხება ძველ ობიექტებს. კონკრეტულად ჩვენთვის, ეს არის ყველაზე რთული პოზიცია, რომელზეც ვმუშაობთ და ყოველ თვე ვალდებულებების შესრულებას რაღაც ემატება. ახალ ობიექტებზე მარტივად არის საქმე.

- რას ნიშნავს მარტივად?

- ძველ ობიექტებზე იყო წინასწარი გაყიდვები, ახალზე ან არ არის, ან თუ არის, ბანკის გარანტიით.

- წინასწარმა გაყიდვებმა არ გაამართლა და უარს ამბობთ?

- არა, არანაირად. დღეს კლიენტი წინასწარი გაყიდვისას არაფრით რისკავს. ბანკს გამოყოფილი აქვს თანხა და წინასწარ გაიყიდება თუ არა, მშენებლობა ამაზე აღარ არის დამოკიდებული.

- როგორია ფასები, გაიზარდა?

- მიუხედავად იმისა, რომ თვითღირებულება გაზრდილია, ფასები მაინც შენარჩუნებული გვაქვს. დროებით აუცილებლად შევინარჩუნებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.