რას გააკეთებდით ბევრი ფული რომ გქონდეთ?
დაღამდა და მე მორიგი უძილო ღამის პერსპექტივა მკლავს. ერთ ბავშვს ერთ მხარეს აქვს ნეკნების ქვეშ ფეხები შელაგებული მეორეს მეორე მხარეს და ვართ ერთ ამბავში
უსაქმურიბის ჟამს ოცნებას რა სჯობია? არც არაფერი. ტელევიზორი რა ხანია უსარგებლო გახდა, ინფორმაციის მიღების წყაროდ მხოლოდ ინტერნეტი შემრჩა და მეც იმდენი ვიბოდიალე დღეს სხვადასხვა გვერდებზე ე.წ ბევრი ფული რომ მომცეთ ნამდვილად უმარტივესად გავწერ მისი გახარჯვის სქემას
პრინციპში ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლების ბოლოდროინდელ (10 წლის) დინამიკას თუ გადავხედავთ, ცხადია სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. შესაბამისად ბევრი კამათი (კამათი თუ არა განხილვა) დასჭირდება თემას რამდენია ეს “ბევრი ფული”?! მილიონს თუ ერთი თეთრი (კაპიკი) აკლია უკვე მილიონი აღარ არისო გაგვიგია, მაგრამ მილიონიც აღარ არის უკვე ის მილიონი. ასე რომ დღეს მინიმუმ 2 მილიონია საჭირო ან მეტი (მეტი,მეტი) რომ ძველდროინდელ მილიონს გავუტოლოთ.
და დაე წარმოვიდგინოთ რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელთ (ან ანგარიშზე) გაგვიჩნდა 2 მილიონი (იყოს დოლარი, ევროს უკვე ვეღარ ენდობა კაცი
). რას უზამდით ამ თანხას? მმმმ, სცენარი ალბათ ბევრნაირია არა? მე კაცობრიობის და საყოველთაო გაჭირვების აღმოფხვრას ვერ დავიწყებდი (მაინც არ ეყოფოდა), უფრო ბანალურად მოვიქცეოდი ალბათ. და რას ვიზავდი?!!! დავდებდი ამ ფულს რომელიმე ბანკის ანგარიშზე (რომლისაზე არ მკითხოთ, ეს ალბათ ერთ-ერთი ურთულესი საკითხი იქნებოდა ამ 2 მილიონის მფლობელობასთან დაკავშირებული). მაგალითად ბანკი კონსტანტა 17% გვპირდება დეპოზიტებზე. წარმოიდგინეთ წელიწადში 340 000$ ბანკი კონსტანტას მიერ ჩემთვის გადახდილი სარგებლის სახით? რა მაგარი იქნებოდა არა
მერე ავდგებოდი და წავიდოდი სამოგზაუროდ, რასაკვირველია მარტო არა. მეუღლესა და კიდე რამდენიმე ადამიანთან ერთად (აბა ვინ ხართ ის რამდენიმე გამოიცანით). ნუ ოცნების ამ ნაწილში ჩავთვალოთ რომ ამხელა ღიპი არ მაქვს და ბავშვებსაც საიმედო ხელში ვტოვებ. ვინაიდან მათ სავარაუდოდ დიდხანს ვერ დავტოვებ მოგზაურობამ შესაძლოა წაიღოს თვე ან ცოტა მეტი მაქსიმუმ. მოგზაურობა აუცილებელია, იმისათვის რომ მიხვდე რაში დახარჯო “ბევრი ფული” შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო. ყველაზე მარტივი გზაა, გააკეთო მიკროსაფინანსო კომპანია და წლიურ 40-50% ში გასცე სესხები (თან საქართველოში როგორ მუშაობს ეს ბიზნესი ყველამ ვიცით). თუმცა აქ არანაირი კრეატივი არააა
უფრო საინტერესო და ნაკლებშემოსავლიანი საქმე ჯობია არა? კი, ჯობია, თან თუ დეპოზიტიდან აპრიორში ამხელა სარგებელი გერიცხება
. ის რასაც არ ვიზავდი ეს არის გრანდიოზული სახლის/ ბინის ყიდვა, და ამ ჩემი “ბევრი ფულის” დიდი ნაწილის უძრავ ქონებაში ჩადება.
დღეს ჩემთვის ძალიან აქტუალურია მქონდეს ბევრი თავისუფალი დრო, დრო იმისათვის რომ ვიცხოვრო ცხოვრებით რომელიც მაქსიმალურ სიამოვნებას მომიტანს. იყო დრო როდესაც ორიენტირებული ვიყავი “ბევრი ფულის კეთებაზე”, თუცა ამ პროცესში თვითონ ცხოვრებისათვის აღარ რჩება დრო და ეს ნამდვილად, ნამდვილად ძაააალიან არ მომწონს.
ასე რომ თუკი სადმე შემნიშნეთ 20-30 კონვერტს ვყიდულობდე, ეს იმას ნიშნავს რომ მე 2 მილიონი ან ცოტა მეტი ჩამივარდა ხელში. ამ კონვერტებში ჩავალაგებდი გარკვეულ თანხებს და მიზნობრივად დავარიგებდი. მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო. დანარჩენს დავდებდი საიმედო ადგილას და დავკავდებოდი ცხოვრებით. დასვენებით რომ დავიღლებოდი მერე დავიწყებდი ფულის ე.წ “ტრიალის” გეგმის დასახვას.
დახარჯვას ფულის კიდე არაფერი არ უნდა.


