ჩემი მომზადებული ონლაინ კურსი მარკეტინგში გამოცხადდა

სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია “პერიტუს გრუპი” გთავაზობთ სასერთიფიკატო პროგრამას მარკეტინგში.

მარკეტინგის სასერთიფიკატო პროგრამა განსაზღვრულია სახელმწიფო, ბიზნეს და საზოგადოებრივი სექტორების სხვადასხვა კატეგორიის მარკეტინგის მენეჯერთათვის, მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმით, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ადამიანებს, დროისა და მატერიალური რესურსის დაზოგვის ხარჯზე განავითარონ პროფესიული და საქმიანი უნარ-ჩვევები.

თემატიკა:

** მარკეტინგის არსი, მნიშვნელობა და განსაზღვრა.
** მარკეტინგული სტრატეგიები და მარკეტინგული გარემო/ბიზნეს პორტფელი, მარკეტინგული კომპლექსის განვითარება, მარკეტინგული დეპარტამენტის სტრუქტურა და მარკეტინგული გეგმა.
** სამომხმარებლო ბაზარი და მომხმარებლის ქცევის მოდელი.
** სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა და პოზიციონირება.
** მარკეტინგული ინფორმაციის სისტემა, მარკეტინგული კვლევა.
** 4P პროდუქტი, პროდუქტისა და მომსახურების კლასიფიკაცია, ბრენდინგი და ბრენდის პოზიციონირება, ახალი პროდუქტის განვითარების სტრატეგია.
** 4P საფასო პოლიტიკა, ფასწარმოქმნის ძირითადი მიდგომები.
** ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC), მარკეტინგული კომუნიკაციების კომპლექსი და სტრატეგიები, მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა და ეტაპები,
** გაყიდვების სტიმულირება (Sales Promotion), პერსონალური გაყიდვები (Personal Selling), პირდაპირი მარკეტინგი (Direct Marketing).
** რეკლამა და PR, როგორც მარკეტინგული კომუნიკაციის ინსტრუმენტი.

მარკეტინგის კურსის ავტორია ნინო აბსანძე – მარკეტინგის სპეციალისტი, ფლობს (ESM) ევროპის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომს, გავლილი აქვს სტაჟირება ა.შ.შ.-ში ბიზნესის მართვის კუთხით, აქვს ათწლიანი გამოცდილება მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში, მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში როგორებიცაა: “აქსისი”, “ინვესტ ბანკი”, “არტი ჯგუფი”, “ზარაფხანა”, “პაბლიცის ჰეპტა ჯორჯია” და საბროკერო კომპანია “პრესტო”; კითხულობს ლექციებს მარკეტინგის სფეროში სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და ტრენინგ ცენტრებში, გავლილი აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი ტრეინინგ კურსები, არის მრავალი საინტერესო იდეის ინიციატორი და ავტორი.

ონლაინ კურსის მონაწილეებს ლექციების სრული ვერსიები თანმიმდევრულად მიეწოდებათ პერსონალურად, ელექტრონულ მისამართზე, ერთი თვის (19.10-დან 19.11-მდე) განმავლობაში.

სასწავლო პროგრამის ბოლოს, ტესტირებამდე, ჩატარდება შემაჯამებელი ლექცია/ტრენინგი, რაც ითვალისწინებს მოწოდებული მასალების ანალიზსა და მიმოხილვას, კონსულტაციებს სასერთიფიკატო გამოცდებისთვის. საგამოცდო ტესტირების საფუძველზე გაიცემა ინგლისურენოვანი სერთიფიკატი და თემატური დანართი.

ონლაინ კურსის ღირებულებაა 95 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში .

რეგისტრაციისთვის, შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ან CV გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: nssmarketingi@gmail.com და წერილის სათაურში “subject” აუცილებლად მიუთითეთ კურსის დასახელება.

მიმდინარე ონლაინ კურსები:

** PR/საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი: http://nsspr.wordpress.com/
** ზოგადი მენეჯმენტი /მენეჯმენტის საფუძვლები: http://nssmenegment.wordpress.com/

საკონტაქტო პირი:

პროექტის ავტორი/მენეჯერი: ჟუჟუ იოსელიანი
მობილური: 599 192113, 574 488887
ელ.ფოსტა: nssmarketingi@gmail.com
ვებ-გვერდი: http://www.peritus.ge | http://nssmarketing.wordpress.com

Comments
4 Responses to “ჩემი მომზადებული ონლაინ კურსი მარკეტინგში გამოცხადდა”
  1. Lord Vader says:

    მშვენიერია.

    ლილუს სტუდენტი ხარ შენც? ;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.