მაგიდა
ძალიან მინდა ასეთი მაგიდა სახლისთვის. ქართულ ტრადიციულ გაშალე-აკეცე მაგიდებზე ალერგია მაქვს. მაგიდა უნდა იყოს დიდი, ტევადი და ელეგანტური. მოკლედ მაგიდას რომელსაც სახლისთვის ვიყიდიდი (როცა დიდ სახლში ვიცხოვრებ) ასეთი ფორმა მინდა ჰქონდეს.
ო, ეზო ეზო…
ასევე ძალიან ლამაზი და სასურველია ჩემთვის ეს ნაკრები ავეჯის. ყავის დასალევად, მოსაჯდომად საჭორაოდ. ქვევით მოცემულ მაგიდათაგან რომელიმეს დავიდგამდი დიდ აივანზე, გარშემო შემოვუსხდებოდით მე და ჩემი მეგობრები პატარა აივანზე დავიდგამდი ამ საყვარელ სკამებს, შესაბამისიმაგიდით> არც შემდეგი ეზოს ელემენტები ,აწყენდა მაგალითად ბარბექიუ, ე.წ მწვადებს/სტეიკებს ავაშიშხინებდი შიგადაშიგ. ან ქოლგის ჩასადები შემოსასვლელ კართან. მოკლედ კიდე ათასი რამე მინდა მაგრამ … Read more
ძველი ავეჯი და ნეოკლასიციზმი
თითქმის ყველას სახლში გვიდგას ისეთი ავეჯი, რომელსაც უკვე მოძველებულად და არათანამედროვედ ვთვლით. არადა ჩვენი მშობლებისათვის, დედებისთვის და ბებიებისთვის ეს ავეჯი ხშირ შემთხვევაში ან მზითვად, ან ანტიკვარად ან უბრალოდ იმ ნივთად არის მონათლული რომელშიც 1981 წელს მოსკოვში 2000 მანეთი მისცეს, ამდენი ჯაფა გასწიეს რომ დახლქვევიდან ეყიდათ და ცივი რუსეთიდან თბილ საქართველოში ჩამოეტანათ. თუმცა ასე უყურებ ამ … Read more
FINCA – თანამედროვე სათაო ოფისი
დღეს ეს კომპანია კომფორტულ და ლამაზ ოფისშია განლაგებული. მე საინტერესოდ ჩავთვალე ამ პროცესის შესახებ თქვენთვისაც მომეთხრო, ირინას ახალ ოფისში ვესტუმრე და ინტერვიუ ჩამოვართვი. მე: რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ოფისის გამოცვლა? ირინა ჯავახაძე: ჩვენი სათაო ოფისი მდებარეობდა დოლიძის ქუჩის დასაწყისში, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში. ოფისი იყო საკმაოდ დიდი, 2 სართულზე განაწილებული, მაგრამ მას ჰქონდა რამდენიმე მინუსი, კერძოდ: შენობას … Read more
ინტერიერის დიზაინი(ერი)
(ჩემი მეგობარი და თანაავტორი ეს მისი პირველი პოსტია აქ – SIPRA) როდესაც ვკითხულობდი ნინოს პოსტს თანამედროვე ოფისზე გზადაგზა წარმოვიდგენდი თუ როგორ ოფისში მომინდებოდა მუშაობა და ჩემი ფანტაზიით შევქმენი ისეთი ინტერიერი, შემდეგში გულიც კი დამწყდა: რატომ არ შემიძლია განვახორციელო ეს რეალურად… ამას დაემატა პოსტი ფრილანსერობაზეც ანუ ოფისი სახლში და გამიჩნდა სურვილი ვისაუბრო ინტერიერზე. ხალხი რომელთათვისაც კარგი … Read more
ჩემი სამუშაო სივრცე…
ე.წ ოცნების პოსტში დავწერე რომ მინდა ფრილანსერობა. ეხლა დავკონკრეტდები და დავწვრილმანდები და ვიტყვი – მინდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და არ მინდა 9დან 6 საათამდე ან 10 დან 7 მდე სამსახურში ჯდომა. არ მინდა და მორჩა. მინდა მქონდეს ოფისი, რომელიც ჩემი სახლის რომელიმე ოთახში მექნება მოწყობილი. როგორ ოფისში იმუშავებდით? მე დავწერო პირველმა და მერე თქვენ? Ok. მე … Read more
თანამედროვე ოფისი
ჩემი კარიერის განმავლობაში თხუთმეტამდე განსხვავებულ ოფისში მიმუშავია. ოფისები იცვლებოდა კომპანიების მიხედვით, მაგრამ ყევლას 1 ფაქტორი აერთიანებდა: კომპანიები (თანამშრომლებიანად) მორგებულები იყვნენ არსებულ ოფისებზე და არა პირიქით. რა არის ოფისის მოწყობის #1 ამოცანა: ჩემი აზრით ყველა ოფისის მოწყობა უნდა ეფუძნებოდეს ერთ მთავარ ამოცანას – თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდას. ოფისი კომპანიის იმიჯის ერთ-ერთი შემადგენელი/განმსაზღვრელი ფაქტორია, ის განასხვავებს კომპანიას კონკურეტებისგანაც … Read more
me in net – ანუ დავიკარგე ინტერნეტში
დღეს მთელი დღე ინტერნეტში დავეხეტებოდი. იმდენი გვერდი დავათვალიერე, იმდენი არტიკლი წავიკითხე და იმდენი ფოტო ვნახე, რომ საბოლოო ჯამში პოსტი ვერ დავწერე. ვერ გადავწყვიტე რაზე დამეწერა და თავი დავანებე. მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ ეს დღე ასე უშედეგოდ გავიდეს ჩემი ბლოგისათვის. აი რაზე ვკითხულობდი მე დღეს (მერე ყველა თემას ნელ-ნელა განვავრცობ) : თანამედროვე სახლები სამუშაო მაგიდები … Read more






